ლევან დავითაშვილი - საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან ვაჭრობას ყველა მხარისთვის

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება მყარი საფუძველი იქნება ჩვენ ქვეყნებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დუბაიში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გაიმართა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეს არის ყოვლისმომცველი და მაღალი დონის შეთანხმება, რომელიც ემსახურება საქონლითა და სერვისებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას და აერთიანებს ვაჭრობასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა ასპექტს, რაც უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან ვაჭრობას ყველა მხარისთვის.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ ხაზი გაუსვეს, რომ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება სერიოზული საფუძველი და სტიმული იქნება ქვეყნებს შორის როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ისე საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობისთვის.

მათივე ცნობით, ლევან დავითაშვილმა აქცენტი გააკეთა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე, რაზეც სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს. კერძოდ, 2022 წლის მონაცემებით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით 92%-ით გაიზარდა და 314,20 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტი 51%-ით გაიზარდა და 31,12 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. რაც შეეხება იმპორტს, ის 98%-ით გაიზარდა და 283,08 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

„ეს მაჩვენებლები არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნების პოტენციალს და მთელი ჩვენი ძალისხმევა უნდა მივმართოთ მათ გასაუმჯობესებლად. მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარება სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნისთვის. კერძოდ, საქართველო - მისი გეოგრაფიული მდებარეობითა და ბიზნესგარემოთი შეიძლება საუკეთესო კარიბჭე იყოს არაბეთის გაერთიანებული საამიროების კომპანიებისთვის რეგიონში. მეორეს მხრივ, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება უზრუნველყოფს გაფართოებულ შესაძლებლობებს საქართველოში სხვადასხვა ინდუსტრიის პოპულარიზაცია-განვითარებისა და საექსპორტო პროდუქციის მასშტაბის გაზრდის მიზნით“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

უწყების განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ საქართველოდან გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტისას ტარიფის გარეშე შევა ქართული პროდუქციის 97.5%. საქართველოსთვის გაიხსნება 10 მილიონიანი სამომხმარებლო, მაღალმსყიდველობისუნარიანი ბაზარი. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება მოიცავს, როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობას და ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა