საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ამერიკის ადვოკატთა ასოციაციას (ABA) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის (ABA) ევროპისა და ევრაზიის ნაწილში სამართლის უზენაესობის მისიის ხელმძღვანელი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

დევიდ რუბინო ABA-ს წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, დავით ასათიანს და მმართველ გუნდს შეხვდა.

ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრას USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელი, გიორგი ჩხეიძეც ესწრებოდა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე საერთო პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ABA-ს მხარდაჭერით სხვადასხვა მიმართულებით მრავალი პროექტი აქვს განხორციელებული. თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით უახლოეს მომავალში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ამერიკის ადვოკატთა ასოციაციას შორის მემორანდუმის გაფორმებაცაა დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია 2005 წელს ABA-ს მხარდაჭერით დაარსდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა