არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი - ვიმედოვნებ, ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობებით სრულად ისარგებლებს ორივე ქვეყნის კერძო სექტორი

საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრის, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის განცხადებით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება ქვეყნებს შორის ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს.

თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდი ხაზს უსვამს, რომ საქართველოსა და საამიროებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებს საკმარისად მყარი საფუძველი აქვს, რაც 2022 - 2023 წლებში გაზრდილ სავაჭრო ბრუნვაში აისახა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებით ეს მაჩვენებელი 1,5 მილიარდამდე გაიზრდება შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში, რადგან გამარტივდება ორ ქვეყანას შორის საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, გაიზრდება ეკონომიკური, სავაჭრო სფეროებში თანამშრომლობისა და ინვესტირების შესაძლებლობა როგორც საქართველოსთვის, ასევე არაბეთის გაერთიანებული საემიროებისთვის. ვიმედოვნებ, რომ ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობებით სრულად ისარგებლებს ორივე ქვეყნის კერძო სექტორი", - აღნიშნავს არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი.

დოკუმენტს დუბაიში დღეს ხელი მოაწერეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ.

გაფორმებული შეთანხმების თანახმად, არაბეთის გაერთიანებული საამიროების 10 მილიონიანი სამომხმარებლო, მაღალმსყიდველობისუნარიანი ბაზარი გაიხსნება ქართული პროდუქციის 97,5%-ზე. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება მოიცავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობას და ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებს.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ