ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ისრაელი სრულ შეტევაზე გადადის, ღაზა არასდროს დაუბრუნდება იმას, რაც იყო

ისრაელი სრულ შეტევაზე გადადის, ღაზა არასდროს დაუბრუნდება იმას, რაც აქამდე იყო. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ღაზასთან საზღვარზე სამხედროებთან საუბარში განაცხადა.

“ყველა შეზღუდვა მოვხსენით, ტერიტორიის კონტროლი [დავუბრუნეთ], და სრულ შეტევაზე გადავდივართ…

თქვენ აქ რეალობის შეცვლის შესაძლებლობა გექნებათ. თქვენ [გადახდილი] ფასი ნახეთ, და ცვლილებასაც ნახავთ. „ჰამასს“ ღაზაში ცვლილება უნდოდა, ის 180 გრადუსით შეიცვლება იმისგან, რასაც ფიქრობდნენ…

ისინი ამ მომენტს ინანებენ, ღაზა არასდროს დაუბრუნდება იმას, რაც აქამდე იყო…

ვინც თავების მოჭრამდე, ქალების, ჰოლოკოსტს გადარჩენილი ადამიანების მკვლელობამდე მივა - ჩვენ მათ მთელი ძალით და კომპრომისის გარეშე მოვსპობთ”, - განაცხადა გალანტმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა