ლევან დავითაშვილი საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები.

ამავე ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაზე, როგორც მნიშვნელოვან საფუძველზე ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გააქტიურებისთვის. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ის გარემოება, რომ აღნიშნული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება რეკორდულად მცირე დროში - მხოლოდ სამ რაუნდში დასრულდა. აღინიშნა, რომ ეს არის საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უკვე კარგად ჩამოყალიბებული, ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისადმი ორივე მხარის ერთგულების ნიშანი.

„შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მზარდ ორმხრივ ვაჭრობაზე. აღინიშნა, რომ 2023 წლის 8 თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის გაიზარდა 72%-ით წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და 276.83 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ასევე მზარდი დინამიკით ხასიათდება ექსპორტი, რომელიც საანგარიშო პერიოდში 80%-ით გაიზარდა. ითქვა, რომ ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ეს დინამიკა კიდევ უფრო გაიზრდება და საქართველო საამიროებთან ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც გულისხმობს, რომ საქართველოსთვის დამატებით 10-მილიონიანი მაღალმსყიდველობითუნარიანი ბაზარი გაიხსნება.

შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება მზარდ თანამშრომლობაზე ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ინოვაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სამთო მოპოვებით სექტორებში.

შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, რომლის დროსაც ქვეყნებს შორის ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის შეთანხმებას „ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ"”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის