სახელმწიფო კონსერვატორია -  რექტორის არჩევნების გაუქმების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელი საქალაქო სასამართომ არ დააკმაყოფილა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2023 წლის 25 სექტემბერს გამოცემული კონსერვატორიის რექტორის არჩევნების გაუქმების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია სოციალურ მედიაში ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონსერვატორიამ სასამართლოს სარჩელით 2 ოქტომბერს მიმართა, მაგრამ სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრძანების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს მიერ 2023 წლის 28 ივლისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის არჩევნების გამოცხადების თაობაზე. კონკურსის გამოცხადება განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ მოქმედ რექტორს ეწურებოდა ვადა 2023 წლის 21 ოქტომბერს.

2023 წლის რექტორის არჩევნები გამოცხადებულ იქნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული კონსერვატორიის მოქმედი წესდებისა და „უმაღლესი განათლების შესახებ “საქართველოს კანონის სრული შესაბამისობით. ამდენად ვერ გავიზიარებთ სამინისტროს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2019 წელს რექტორის არჩევნები არაერთი სამართლებრივი ხარვეზით ჩატარდა და 2023 წელსაც ხარვეზებით ჩატარებას გეგმავდა. საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ კონსერვატორიის ყველა რექტორი მოქმედი წესდების შესაბამისად იქნა არჩეული 2014 წლიდან მოყოლებული (რეზო კიკნაძე მეორე ვადით 2015 წელს, ნანა შარიქაძე 2019 წელს).

2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით გაუქმდა რექტორის კანდიდატის შესარჩევად მიმდინარე კონკურსი.

ბრძანებით კონსერვატორიას დაევალა მოქმედ წესდებაში ცვლილების განხორციელება. კერძოდ, კონსერვატორიაში არსებული ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრისათვის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსის მინიჭება და, შესაბამისად, აკადემიური საბჭოს შემადგენლობის ერთი წევრით გაზრდა.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის პირობებში და რეგულაციების დაცვით, კონსერვატორიამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადებული წესდების პროექტი 2022 წელს წარუდგინა სამინისტროს. წესდების პროექტი ითვალისწინებდა, მათ შორის, სტრუქტურის რეფორმას. ნიშანდობლივია, რომ პროექტის წარდგენიდან მიმდინარე წლის 25 სექტემბრამდე ანუ, რექტორის საარჩევნო პროცესის დაწყებამდე დაახლოებით 15 თვის განმავლობაში, სამინისტროს არ მოუხდენია წესდების პროექტზე რაიმე სახის რეაგირება, მათ შორის, არ დაუბრუნებია შენიშვნები.

გასაკვირია ის გარემოება, რომ ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრთან დაკავშირებული საკითხი აქტუალური გახდა რექტორობის კანდიდატთა საბუთების მიღების დაწყებისას, რაც არა ერთ ეჭვს და შეკითხვას აჩენს ინსტიტუციის ავტონომიურობასთან მიმართებით. ეს შეკითხვები არაერთხელ დაისვა კონსერვატორიის წარმომადგენლების მიერ 29 სექტემბერს სამინისტროში დანიშნულ შეხვედრაზე მინისტრის მოადგილესთან. სამწუხაროდ ამ კითხვებზე პასუხი აკადემიური საბჭოს წევრებმა ვერ მიიღეს.

27 სექტემბრის განცხადებაში კონსერვატორიის აკადემიურმა საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამომავლოდ ცენტრისთვის სტატუსის განსაზღვრა არ არის კავშირში რექტორის არჩევნების პროცესთან და მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი არ შეიძლება გახდეს რექტორის არჩევნებთან დაკავშირებული დადგენილების გაუქმების საფუძველი.

აღვნიშნავთ, რომ კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის სტატუსის სამომავლოდ განსაზღვრის შესახებ მუშაობა დაწყებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ. თუმცა, მისი ფორმირება უმაღლესი განათლების შესახებ კანონის შესაბამისად მოითხოვს დროს, რაც რექტორის არჩევნების უახლოეს მომავალში ჩატარების შესაძლებლობას სპობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წლის 2 ოქტომბერს კონსერვატორიამ სარჩელით (სარჩელი უზრუნველყოფით) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2023 წლის 25 სექტემბერს გამოცემული კონსერვატორიის რექტორის არჩევნების გაუქმების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრძანების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა.

იმის გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, მოქმედ რექტორს კი 21 ოქტომბერს ეწურება ვადა, სასამართლო განხილვა აზრს კარგავს“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია სოციალურ მედიაში ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა