ჯო ბაიდენმა საკუთარ გუნდთან ერთად ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და სხვა მაღალჩინოსნებმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ ბაიდენი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“ვიცე-პრეზიდენტი [კამალა ჰარისი] და მე ჩვენს გუნდებთან ერთად შევიკრიბეთ, რათა ისრაელში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შესახებ ვითარებაზე ახალი ინფორმაცია მივიღოთ და შემდგომი ნაბიჯები გადავდგათ.

დავუკავშირდით პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, რათა განგვეხილა კოორდინაცია ისრაელის მხარდასაჭერად, მტრული აქტორების შესაკავებლად და უდანაშაულო ხალხის დასაცავად”, - წერს ბაიდენი.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება