კანადა ისრაელიდან საკუთარი მოქალაქებიის ევაკუაციას განახორციელებს

კანადის მოქალაქეები ისრაელს უახლოეს დღეებში თელ-ავივის აეროპორტიდან დატოვებენ, - ინფორმაციას მედია საშუალებები კანადის საგარეო საქმეთა მინისტრ მელანი ჯოლიზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მინისტრის ინფორმაციით, მთავრობა ევაკუაციის განხორციელებას კანადის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავების გამოყენებით გეგმავს და მუშაობს სხვა ვარიანტებზე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თელ-ავივის აეროპორტში მისვლას ვერ ახერხებენ.

ცნობისათვის, კანადა ამ დრომდე მუშაობს იმის დასადგენად, თუ რამდენი მისი მოქალაქე დაიღუპა ან დაიკარგა ისრაელზე თავდასხმის შემდეგ.

Global Affairs Canada-მ ინფორმაციით, ისრაელში კანადის 3 200-ზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს, ღაზას სექტორში კი - 500-მდე.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!