ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი განიხილეს

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი განიხილეს.

კრემლის ინფორმაციით, ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებების განახლების აუცილებლობაზე.

კრემლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონფლიქტი შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ „ორი სახელმწიფოს“ გეგმის საფუძველზე, პალესტინის სახელმწიფოს შექმნით, რომლის დედაქალაქი იქნება აღმოსავლეთ იერუსალიმი.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანმა და პუტინმა განიხილეს ზომები დაძაბულობის ზრდის თავიდან ასაცილებლად და ასევე ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ინიციატივები.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ანკარა გააგრძელებს ძალისხმევას რეგიონში სიმშვიდის უზრუნველსაყოფად.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა