ღაზის სექტორში ისრაელის საპასუხო შეტევების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 950-ს მიაღწია.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 5000-ზე მეტი ადამინი.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ისრაელის ტერიტორიაზე, ამ დროისთვის, „ჰამასის“ სულ მცირე 1500 მებრძოლია მოკლული.