ბოტანიკურ ბაღში მეტყევის დღე აღინიშნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ბოტანიკურ ბაღში, მეტყევის დღე აღინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა ოთარ შამუგიამ მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებაზე გამოვლინდა წლის წარმატებული მეტყევეებიც, რომლებსაც განსაკუთრებულად რთული და რისკის შემცველი საქმიანობისთვის ჯილდოები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, სატყეო სექტორში ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა.

„საქართველო ტყით მდიდარი ქვეყანაა. ტრადიცია, კულტურა და ცოდნა ხელს გვიწყობს, ვიზრუნოთ ტყეების მოვლასა და შენარჩუნებაზე. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა სატყეო სექტორში. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და მხარდამჭერების დახმარებით, ეტაპობრივად ვცდილობთ იმ პრობლემებთან გამკლავებას, რაც დიდი ხნის განმავლობაში იყო დაგროვილი. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ნამდვილად გვაქვს ის შედეგები, რომლებიც მომავალში კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანასა და მის მოსახლეობას”, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ მიმართა და განაცხადა, რომ პროგრესი, რომელსაც დარგმა ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია, სამინისტროს და ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გაწეული უზარმაზარი შრომის შედეგია.

„მოწესრიგდა კანონმდებლობა, გაუმჯობესდა მმართველობითი პროცესი, სისტემური გახდა ტყის ინვენტარიზაცია და მართვის გეგმების მომზადება, გაიზარდა ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების მასშტაბები, განვითარდა სატყეო ინფრასტრუქტურა საქმიანი ეზოებისა და სატყეო გზების სახით; ხე-ტყის დამზადების ორგანიზებული სამუშაოებით ხელი ეწყობა მერქნის ბაზრის ჩამოყალიბებასა და ადგილზე სამუშაო ადგილების შექმნას. ამ ყველაფერში მეტყევეების როლი უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა კახა კაკაბაძემ.

მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

ცერცვაძის თქმით, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისთვის, სრულად განაახლა სპეციალური დანიშნულების ავტოპარკი.

„საქართველოს ტყეს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გარდა მისი უმთავრესი, ეკოლოგიური დანიშნულებისა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში. თუმცა, ამ სარგებლის გრძელვადიანად მიღება შეუძლებელი იქნება გამართული ინსტიტუციური სისტემის, საქმიანობის სწორად დაგეგმვის, ტყეების დაცვის, მოვლასა და აღდგენაზე ზრუნვის გარეშე. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისთვის, სრულად განაახლა სპეციალური დანიშნულების ავტოპარკი. ასევე, სააგენტოს მთავარ პრიორიტეტად რჩება თანამშრომელთა სოციალური გარანტიები და სამუშაო პირობები. ბოლო დროს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ჩვენ უზრუნველვყოფთ მეტყევეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულებისათვის წახალისების ფორმის გამოყენებას, რაც, ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად გაზრდის დასაქმებულთა მოტივაციას”, - განაცხადა კახა ცერცვაძემ.

სააგენტოს უფროსმა, ქვეყნის უნიკალური რესურსის დაცვისთვის გაწეული შრომისთვის, მადლობა გადაუხადა როგორც მეტყევეებს, ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის.

„წლების განმავლობაში, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ არაერთი პროექტი განახორციელა GIZ-ის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF), CENN -ის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით.

ღონისძიებაზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს საინფორმაციო კამპანიებში მუდმივი ჩართულობისთვის, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, სპორტსმენები, მსახიობები, მომღერლები და მედიის წარმომადგენლებიც დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას საკანონმდებლო ორგანოს, აკადემიური წრის, გარემოსდაცვითი არასამთავრობო და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა