დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვესთან, „ვარდისფერ ოქტომბერთან“ დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციაზე ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა, კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობა და პროგრამული სიახლეები განიხილეს.

„კონფერენციის მთავარი გზავნილი იყო მოწოდება ძუძუს კიბოზე სკრინინგის პროგრამებში მონაწილეობაზე. კიბოს სკრინინგის რეგულარულად ჩატარება უზრუნველყოფს დაავადების განვითარებისა და სიკვდილობის რისკის მკვეთრ შემცირებას.

კონფერენციის მონაწილეებს მომხსენებლებმა საქართველოში მოქმედი „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამა გააცნეს, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის ინტერვენციები, მიზნობრივ პოპულაციებში.

სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც ოჯახის ექიმის დახმარებით, ისე - ონლაინ რეგისტრაციის საშუალებით შემდეგ ბმულზე.

„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში დაგეგმილია კონფერენციები და შეხვედრები პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებლებთან, კიბოს სკრინინგში ჩართულ სამედიცინო პერსონალთან, მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან“, - არნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ღონისძიება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, “ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს პარლამენტის ინიციატივით გაიმართა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა