„ჯივიპი“ მიცკევიჩის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ასრულებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, 12 ოქტომბერს, ღამის 00:30 საათიდან 13 ოქტომბრის დილის 06:30 საათამდე საბურთალოს რაიონს წყალმომარაგება შეეზღუდება.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

„12 ოქტომბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მიცკევიჩის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ასრულებს და ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

რეაბილიტაციის ფარგლებში ახლით შეიცვალა 400 მეტრზე მეტი სიგრძის მოძველებული მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე 10 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 10 საკვანძო ჭა მოეწყო, ასევე 4 სახანძრო ჰიდრანტი დამონტაჟდა.

„ჯივიპის“ ტექნიკური ჯგუფები ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, გადაერთებით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 12 ოქტომბერს, ღამის 00:30 საათიდან 13 ოქტომბრის დილის 06:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში - ყაზბეგის გამზირს N14-16, მიცკევიჩის, ბურძგლას, ტანძიის, ტაშკენტის, ჯანო ბაგრატიონის, ცაგარელის და საირმის ქუჩებს; საირმის გორას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ხმალაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებში შეიჭრა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა
გიორგი გობრონიძე - ხელისუფლება საზოგადოებასთან ბოლომდე გულწრფელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 22.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო