სალომე სამადაშვილი - არ ვფიქრობ, რომ სტატუსთან დაკავშირებით ორბანი იქნება ყველაზე კარგი შუამავალი ევროკავშირის სახელმწიფოებთან - როგორც რუსეთის მოკავშირე, ის საკმაოდ იზოლირებულია ევროკავშირში

არ ვფიქრობ, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ორბანი იქნება ყველაზე კარგი შუამავალი ჩვენთვის ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებთან - როგორც რუსეთის მოკავშირე, ის საკმაოდ იზოლირებულია დღეს ევროკავშირში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტს საქართველოში.

სამადაშვილის განცხადებით, ორბანი არის პუტინის მოკავშირე და ერთადერთი ლიდერი ევროკავშირში, რომელიც დრო და დრო ცდილობს დაბლოკოს უკრაინისთვის დახმარება, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციები.

"ორბანი არის პუტინის მთავარი და ვიტყოდი, ერთადერთი მოკავშირე ევროკავშირის შიგნით. თქვენ იცით, რომ ორბანი არის ერთადერთი ლიდერი ევროკავშირში, რომელიც დრო და დრო ცდილობს დაბლოკოს უკრაინისთვის დახმარება, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციები. ძალიან ნიშანდობლივია, რომ რუსული ოცნების ხელისუფლებას ერთადერთი მეგობარი ჰყავს ევროკავშირში და ეს არის მათი საერთო მეგობარი ვლადიმერ პუტინთან და რუსულ მეგობართან.

აქვე მინდა ვთქვა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უნდა გადაწყდეს პოლიტიკური გადაწყვეტილებით, რადგან შეუსრულებელია ყველა მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც იყო ევროკავშირის მხრიდან. ვენეციის კომისიის დასკვნით დადასტურდა, რომ არანაირი რეფორმა არ გატარებულა. არ ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებაში ორბანი იქნება ყველაზე კარგი შუამავალი ჩვენთვის ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებთან იმის გათვალისწინებით, რომ ის საკმაოდ იზოლირებულია დღეს ევროკავშირში, როგორც რუსეთის მოკავშირე მთავრობის წარმომადგენელი", - განაცხადა სამადაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება