ვოლოდიმირ ზელენსკიმ და იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ მედიას მიმართეს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ მედიას მიმართეს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ ჟურნალისტებს მიმართეს.

იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და ნატო-ს თავდაცვის მინისტრების დღევანდელი შეხვედრა უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების მიზნის მიღწევაში დაეხმარება.

„აუცილებელია, რომ უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მომავალი ზამთარი უკრაინისთვის დიდი გამოწვევა იქნება.

სტოლტენბერგმა ასევე დაამატა, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მოკავშირეებისგან მეტი განცხადების გაკეთებას ელის.