საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონგრესი - „მიმდინარე დებატები სოციალურ მეცნიერებებში - CUDES 2023“, ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონგრესი - „მიმდინარე დებატები სოციალურ მეცნიერებებში - CUDES 2023“, ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, საერთაშორისო კონგრესი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტისა და ბეიქოზის უნივერსიტეტის (თურქეთი), VUZF უნივერსიტეტის (ბულგარეთი), კირკლარელის უნივერსიტეტის (თურქეთი), ზაკატეკასის ავტონომიური უნივერსიტეტის (მექსიკა), ბელგრადის უნივერსიტეტის (სერბეთი) ორგანიზებით გაიმართა. კონგრესს მხარი IJOPEC-ის გამომცემლობამ და ვესტმინსტერის უნივერსიტეტმა (გაერთიანებული სამეფო) დაუჭირა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტიდან საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობა მიიღო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტმა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტმა.

საერთაშორისო კონგრესი „მიმდინარე დებატები სოციალურ მეცნიერებებში - CUDES 2023“ გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა.

რექტორის მოადგილე კონგრესის მონაწილეებს მიესალმა, წარმატებები უსურვა მათ და სტუმრებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებისა და სტუდენტების წარმატებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ საერთაშორისო კონგრესის მასპინძელი უნივერსიტეტი. კონგრესისა, რომლის ორგანიზებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს საერთაშორისო ურთიერთობებისა და მეცნიერების დარგში, პროფესორ სოფიო მიდელაშვილს ამ მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიების დაგეგმვისა და ორგანიზებისთვის. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო კონგრესის მონაწილე სტუ-ის სამივე ფაკულტეტის დეკანს, ბატონ ირაკლი გაბისონიას, ქალბატონ რუსუდან ქუთათელაძეს და ბატონ ივანე ჯაგოდნიშილს. სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს დევი ხვედელიანს და სტუმრებს. ძვირფასო კოლეგებო, საერთაშორისო კონგრესის ჩატარება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა. გარდა ამისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ხელს მოაწერს მემორანდუმს, რაც არის სტუ-სა და ბეიქოზის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყების საწინდარი. დარწმუნებული ვარ, მემორანდუმის ფარგლებში ჩატარებული ყველა ღონისძიება, კვლევა და პროექტი წარმატებული იქნება“, - განაცხადა ზურაბ გასიტაშვილმა.

კონგრესის მონაწილეებს მიესალმა ბეიქოზის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი მუსტაფა ერდოოუდუ. მან მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, ხოლო კონგრესის მონაწილეებს წარმატება უსურვა.

„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში, კერძოდ, ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამუშაო ვიზიტით ყოფნა და საერთაშორისო კონგრესის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლობა. საერთაშორისო კონგრესის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარება გადაწყდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კონგრესი თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში ჩატარდა, შემდეგ ჩეხეთში. კონგრესში ძალიან ბევრი მეცნიერი, მკვლევარი და აკადემიური პერსონალი მონაწილეობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. მადლობა მინდა გადავუხადო დავით გურგენიძეს, რომლის ძალისხმევითაც შევიკრიბეთ დღეს კონგრესის ფორმატში. მადლობა ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით ბეიქოზის უნივერსიტეტის რექტორს. დარწმუნებული ვარ კონგრესის შედეგები, ასევე ორ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი, ბევრ წარმატებას მოუტანს ჩვენს მეცნიერებსა და სტუდენტებს“, - განაცხადა მუსტაფა ერდოღლუმ.

სტუ-ის ინფორმაციით, საერთაშორისო კონგრესის - სოციალურ მეცნიერებებში მიმდინარე დებატები - CUDES 2023, მონაწილეებმა განიხილეს სოციალური მეცნიერებების და სხვა სფეროს თემები. კონგრესი ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა