„თიბისი კაპიტალი“ ობლიგაციების ბაზრის განახლებულ მიმოხილვას უკვე ქართულ ენაზეც აქვეყნებს

„თიბისი კაპიტალმა“ ობლიგაციების ბაზრის მიმოხილვა განაახლა, განავითარა და ინგლისურთან ერთად, ახლა უკვე ქართულ ენაზეც აქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, განახლებული კვლევა მაკროეკონომიკურ მიმოხილვას, საერთაშორისო სავალუტო ბაზრების ანალიზსა და როგორც გლობალური, ისე რეგიონული, სუვერენული და კორპორაციული ობლიგაციების ინდექსებს აერთიანებს.

„ანგარიში ყოველ 2 კვირაში ერთხელ გამოქვეყნდება და ინვესტორებს, ინვესტირების დაწყების მსურველებსა და სხვა ყველა დაინტერესებულ მხარეებს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის ობლიგაციების ბაზარზე მიმდინარე მოვლენების შესახებ.

მაკროეკონომიკური მიმოხილვა მკითხველს ბაზრის საერთაშორისო ეკონომიკურ მდგომარეობასა და ვალუტის ბაზრებზე აქტივობას გააცნობს, „თიბისი კაპიტალის“ ინდექსები კი ინვესტორებს საშუალებს მისცემს რეგიონული ობლიგაციების ფასისა და სარგებლიანობის მოძრაობას დააკვირდნენ და მსოფლიოში არსებული სხვა ინდექსების შემოსავლიანობას შეადარონ. განახლებული ანგარიში მოიცავს შეერთებული შტატების სახაზინო ობლიგაციების ანალიზსაც, რომლებიც ობლიგაციების გლობალური ბაზრების სენტიმენტის მდგენელად განიხილება.

„თიბისი კაპიტალის“ სუვერენული ობლიგაციების ინდექსი რეგიონის 10 ქვეყნის მიერ გამოშვებულ 26 სუვერენულ ევროობლიგაციას ფარავს, კორპორაციული ობლიგაციების ინდექსი კი - რეგიონული კორპორაციების მიერ გამოშვებულ 170 ევროობლიგაციას. ინდექსები ყოველკვირეულად ახლდება და რეპორტთან ერთად, 2 კვირაში ერთხელ ქვეყნდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, „თიბისი კაპიტალის“ ობლიგაციების ბაზრის უახლესი მიმოხილვის მიხედვით, აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობამ 4.7%-იან ნიშნულს გადააჭარბა და აღმავალი ტრენდით ხასიათდება, რაც გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე წნეხს აძლიერებს. ეს მაჩვენებელი 2007 წლის კრიზისის შემდეგ ყველაზე მაღალია.

„თიბისი კაპიტალის“ რეგიონული სამთავრობო ობლიგაციების ინდექსი, 2 კვირის განმავლოაბში, 0.32%-ით შემცირდა. განსაკუთრებით შემცირდა თურქული და რუმინული სამთავრობო ობლიგაციების ფასები, თითოეული 1.5%-ით. მეორე მხრივ, 1.30%-ით გაძვირებულია სომხური სამთავრობო ობლიგაციები, რომელთა ვადაც 2025 წელს იწურება.

„თიბისი კაპიტალის“ ობლიგაციების ბაზრის განახლებულ მიმოხილვას, ამჯერად უკვე ქართულ ენაზეც, გაეცანით ბმულზე.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა