პაატა მანჯგალაძე - პოლარიზებული გარემოა, რადგან „ის“ მოსკოვში მიდის და მე ბრიუსელში მინდა - პოლარიზებული ვარ, აბა, სად დავემგზავრო, „აირზენათი“ გავფრინდე მოსკოვში?! - არ მივყვები

ევროპის კარი ღიაა, ჩვენსა და ევროპას შორის დგას „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, მეტი არაფერი აფერხებს ამ პროცესს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მან კითხვით მიმართა „ქართული ოცნების“ მთავრობას - კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების შემთხვევაში, თუ მათი ბრალეულობა გამოიკვეთება, გადადგება თუ არა?

„ქართული ოცნება“ ჰგავს ცუდი აკადემიური მოსწრების მოსწავლეს. საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს?! ეს იგივეა, იკითხო ცუდი მოსწავლეა თუ კარგი. მარტივი კითხვაა - თუ დავალებას დაწერს კარგად, დაიმსახურებს მაღალ ნიშანს. ჩვენც მაგას ვეუბნებით, თუ შევასრულებთ რეკომენდაციებს, დავიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, თუ რეკომენდაციებს არ შევასრულებთ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ცივილიზაციის და კულტურის ერი ვართ, მიეცემა შანსი ბიძინა ივანიშვილს, რომ ეს პროცესი დაბლოკოს. მარტივად დავინახოთ საკითხი - ევროპის კარი ღიაა, ჩვენსა და ევროპას შორის დგას „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, მეტი არაფერი აფერხებს ამ პროცესს. დღეს რეალური და ხელშესახები გახდა ევროკავშირი და ამ დროს გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ კარს გვიხშობს. შეიძლება ბევრმა თქვას, რომ თუ ხელისუფლება შეასრულებს რეკომენდაციებს ძალაუფლებას დაკარგავს, რაში დაკარგავს ძალაუფლებას, რომ 2/3-ით მოხდება გადაწყვეტილების მიღება იუსტიციის საბჭოში?! ყველა მოსამართლე დანიშნულია, რა აქვს გასაკეთებელი, მაგრამ მაინც არ აკეთებს, რადგან ბლოკავს პროცესს.

ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტის წარმომადგენლებს სალომე ზურაბიშვილზე ასეთი კითხვა დაუსვა: თუ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ, პასუხისმგებლობას აიღებს და გადადგებაო? ახლა მე მინდა დავსვა კითხვა - კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნების“ ბრალი 100% გამოიკვეთება, თუ პარტნიორები იტყვიან, რომ ხელისუფლების შეუსრულებელი რეკომენდაციების გამო არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, „ქართული ოცნება“ გადადგება როგორც მთავარი პასუხისმგებელი კანდიდატის სტატუსზე?! პარლამენტში რომ მივალ, პროპაგანდა მკითხავს- რატომ ხარ პოლარიზებულიო და მარტივი პასუხი მაქვს - შეასრულეთ სასამართლო, საარჩევნო, ანტიკორუფციულ სააგენტოსთან დაკავშირებული რეფორმები და სათქმელი არაფერი მექნება და ბუნებრივად მოხდება შერიგება. ვარ პოლარიზებული, რადგან ის მოსკოვში მიდის და მე ბრიუსელში მინდა. პოლარიზებული ვარ, აბა სად დავემგზავრო, „აირზენათი“ გავფრინდე მოსკოვში?! არ მივყვები“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო