თეონა ჭალიძე - ეროვნულმა ბანკმა „ლიბერთი ბანკისგან“ სმს-ით მოტყუებული პენსიონერების საქმე უნდა შეისწავლოს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ ეროვნული ბანკის მომხმარებელთა დაცვის დეპარტამენტს წერილობით მიმართა და „ლიბერთი ბანკისგან“ „სმს-ით დაზარალებული პენსიონერების საქმის შესწავლა მოითხოვა“. ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

თეონა ჭალიძის განცხადებით, „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებს სმს-ს უგზავნის და ყოველთვიური შენატანის შემცირების სანაცვლოდ სესხის ვადას უხანგრძლივებს, „რაც მომხმარებელთა თანხმობის გარეშე ხდება“.

მისივე თქმით, მსგავსი სახის უკვე არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული, ამიტომაც საჭიროა, ეროვნულმა ბანკმა დაიწყოს მოკვლევა, გამოითხოვოს ყველა დოკუმენტაცია და დაზარალებულებს დაუბრუნდეთ გადავადებული სესხის პროცენტის თანხა.

„მივმართე საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტს, რათა დაიწყოს მოკვლევა „ლიბერთი ბანკის“ მიერ სმს შეტყობინებების საფუძველზე პენსიონერებისთვის დამტკიცებული განახლებული სესხებისა და შეცვლილი პირობების შესახებ, რის გამოც დაზარალდა არაერთი პენსიონერი.

საქმე ეხება გაუგონარ თავხედობას „ლიბერთი ბანკის“ მხრიდან, რომელიც პენსიონერს უგზავნის სმს შეტყობინებას, რითაც აცნობებს, რომ ყოველთვიური შენატანის შემცირების სანაცვლოდ გაუხანგრძლივდებათ სესხის ვადა და თუ არ სურთ ეს ასე მოხდეს, სთხოვს მივიდნენ ფილიალში, ან გადავიდნენ ლინკზე და ისე განაცხადონ უარყოფა. პასუხის არ გაცემა, ანუ დუმილი პენსიონერებს დასტურად ჩაუთვალეს.

რამხელა ცინიზმია ხვდებით? თან მომხმარებლებზე ზრუნვად რომ ასაღებენ ამას და პენსიონერს მიმართავენ სმს-ით ბმულზე გადავიდეს და იქ დააფიქსიროს რომ არ უნდა სესხი, განახლებული, მისთვის გაუარესებული პირობებით. დაფიქსირდა შემთხვევა, რომ ტექნიკურად მსგავსი მესიჯის არ მისვლის მიუხედავადაც კი გადაუვადეს ავტომატურად. ჯერ ერთი, ზოგიერთ პენსიონერს სულ არ აქვს ინტერნეტი ტელეფონში, ან ისეთი ტელეფონი არ აქვს, სადაც მითითებულ ბმულზე გადავიდოდა, ზოგიც საერთოდ არ კითხულობს სმს-ებს. ან რა ვალდებულები არიან? რას ნიშნავს ამხელა იურიდიულმა პირმა, როგორიც ბანკია ოფერტი ანუ შეთავაზება გაუკეთო პენსიონერს და განა თანხმობის შემთხვევაში მოქმედება მოსთხოვო, პირიქით, თუ არ უნდა იმ შემთხვევაში დაავალდებულო ეს განგიცხადოს. მსგავსი სტანდარტი უსამართლოა და მიუღებელია.

მოვითხოვთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტმა სასწრაფოდ მოახდინოს ამაზე რეაგირება, მოითხოვოს ყველა დოკუმენტი, მოიკვლიოს წლების განმავლობაში მსგავსი შემთხვევები და დაზარალებულ პენსიონერებს დაუბრუნდეთ მათი თანხმობის გარეშე გადავადებით გამოწვეული პროცენტის თანხა ან/და მოხდეს შესაბამისი თანხის ოდენობით ვალდებულების და მოქმედების ვადის შემცირება მათ კრედიტებზე.” - განაცხადა ჭალიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ
კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა
30 წელი ინოვაციების, განვითარებისა და მომხმარებელზე ზრუნვის გზაზე - ელიტი დაბადების დღეს აღნიშნავს
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ - ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა