BAG - დასაქმების ბარომეტრის მზარდი დინამიკა მიმდინარე კვარტალშიც შენარჩუნებულია

BAG ინდექსის მესამე კვარტლის კვლევის თანახმად, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელმა 43.9 ქულა შეადგინა, რაც გაზრდილი მაჩვენებელია როგორც წინა, ასევე გასულ კვარტლებთან შედარებით.

ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

„აღსანიშნავია, რომ დასაქმების ბარომეტრი ასახავს კომპანიების მოლოდინს მომავალ სამ თვეში დასაქმების სავარაუდო ცვლილების შესახებ.

მიმდინარე კვარტალში, მონაცემები გაუმჯობესებულია ყველა სექტორში, მშენებლობის სექტორის გარდა. აღნიშნულ სექტორში, მაჩვენებელი 18.2 ქულით არის შემცირებული წინა კვარტლის მონაცემთან შედარებით, რაც სავარაუდოდ, განპირობებულია მეორე კვარტალში დასაქმების მიმართულებით დაფიქსირებული ძალიან პოზიტიური მოლოდინით, რომელიც მესამე კვარტალში არ გამართლდა, მეტიც, სექტორში გამოკითხულ კომპანიათა 9%-მა კადრების შემცირება დააფიქსირა. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული შემცირება გამოწვეულია კადრების გადინებით, რაც კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს ქვეყანაში არსებულ საკადრო დეფიციტს. უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმებულთა რაოდენობასთან ერთად, კვლევის ანგარიშში ასევე განხილულია, კომპანიებში დასაქმებულთა ანაზღაურების დინამიკაც. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2023 წლის მესამე კვარტალში კომპანიების 35%-მა გაზარდა დასაქმებულთა ხელფასები, რაც სექტორულად თუ განვიხილავთ, უმეტესად ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებში დაფიქსირდა. საგულისხმოა ასევე, რომ გამოკითხულთა 91%-ის განცხადებით, აღნიშნული სახელფასო ზრდა 0-20%-იან შუალედში დაფიქსირდა. ინფორმაციისთვის, BAG ინდექსს საქართველოს ბიზნესასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს ყოველკვარტალურად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის