ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად უკრაინის 3 მოქალაქე დაიღუპა, 9 კი დაშავდა

ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 9 უკრაინის მოქალაქე, - აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ისრაელში ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისრაელში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაშავებულია უკრაინის 9 მოქალაქე. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს.

ნიკოლენკომ აღნიშნა, რომ უკრაინელი დიპლომატები ისრაელის სამართალდამცავებთან ერთად 6 დაკარგული უკრაინელის ადგილსამყოფლის დადგენას ცდილობენ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის