საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი - შედეგები და სიახლეები“ ფარგლებში, თბილისი 11 ქვეყნის 22 მეცნიერს, მკვლევარსა და ექსპერტს მასპინძლობს

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი - შედეგები და სიახლეები“ ფარგლებში, თბილისი 11 ქვეყნის 22 მეცნიერს, მკვლევარსა და ექსპერტს მასპინძლობს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონფერენციის პირველი დღე „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის" არქეოლოგიის, მოლეკულური ბიოლოგიის, დენემის, აგროკლიმატოლოგიის, მეღვინეობის და მევენახეობის მიმართულებებით განხორციელებული კვლევების შედეგების განხილვას მიეძღვნა.

„მონაწილეებმა მსოფლიოს სხვადასხვა მკვლევარების და ინსტიტუტების კვლევებზე, მათ შორის, გადაჭრილი გორის და შულავერის გორის არქეოლოგიური გათხრების შედეგების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. აღნიშნული კვლევები ხსნის ველური ვაზის კულტურული ვაზისკენ გადასვლის ეტაპებს, ვაზის დომესტიკაციას ბიოლოგიური შესწავლის საშუალებით. კვლევები ასევე მოიცავს გლობალურ ხედვას ქართული ვაზისა და ღვინის ადგილსა და როლზე მსოფლიოში.

სწორედ აღნიშნული კვლევების საფუძველზე ხდება ქართული მევენახეობა მეღვინეობის 8000 წლიანი უწყვეტი განვითარების რეკონსტრუქცია და მთლიანი სპექტრის წარმოჩენა.

„ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის" ფარგლებში განხორციელებული კვლევების ასეთი მასშტაბით წარდგენა პირველად განხორციელდა.

კონფერენციის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ქართული ვაზის დადებითი თვისებები სხვადასხვა ფიტოპლაზმური დაავადებების მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მეღვინეობა-მევენახეობის დარგის განვითარებისთვის. განხილული იყო საფუვრების, როგორც ბიოკონტროლის აგენტების გამოყენების საკითხი, რაც მეღვინეობაში ერთ-ერთი ახალი მიმართულება.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაარსებული „ღვინის დღეების“ ფარგლებში, 10-12 ოქტომბერს, თბილისი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი - შედეგები და სიახლეები“ მასპინძლობს. კონფერენცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ტარდება და მას მსოფლიოს 11 ქვეყნიდან (საქართველო, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი, აშშ, კანადა, ისრაელი, ბრაზილია, სამხ.აფრიკა, ხორვატია) 22 მეცნიერი, მკვლევარი და ექსპერტი ესწრება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა