07.07.2025 / 08:38
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი ისრაელში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ისრაელში ჩავიდა, რათა „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმების შემდეგ ისრაელის მოქალაქეების მიმართ გაერთიანებული სამეფოს ურყევი მხარდაჭერა დაადასტუროს“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კლევერლი ვიზიტის ფარგლებში თავდასხმების შედეგად გადარჩენილ მოქალაქეებსა და ისრაელის მაღალჩინოსნებს შეხვდება.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს