ალიანსის ყველა წევრი თანახმაა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდეს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ე.წ. რამშტაინის ფორმატის მე-16 შეხვედრაზე განაცხადა.
„დღეს ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერის მობილიზება და როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკვე აღნიშნა, ეს ნიშნავს მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას, არტილერიასა და საბრძოლო მასალას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უკრაინას, პირველ რიგში, მეტი საჰაერო თავდაცვის შეიარაღება ესაჭიროება, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ისევ შეეცდება ზამთარი ომის იარაღად გამოიყენოს.