ირაკლი ქადაგიშვილი - იმედია, სააკაშვილი ჩამოყალიბდა, რომ მოწამლული არ არის, არ აწამებენ და არც დემენცია სჭირდა - ის ახლა ფიქრობს, აქტიური პოლიტიკის გზას გაჰყვეს, თუმცა რამდენად თანხვედრაშია მისი სურვილები მის პოლიტიკურ პარტიასთან, საკითხავია

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა, საზოგადოებრივი მისაღების გახსნის თაობაზე, მის ცალკე პოლიტიკურ აქტიურობას წარმოადგენს, რადგან სააკაშვილს რეალურად პარტიასთან კავშირი გაწყვეტილი აქვს და თავად პარტია დაშლის პროცესს განაგრძობს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ქადაგიშვილის აზრით, სააკაშვილი ცალკე მიზიდულობის ცენტრის შექმნას ცდილობს.

უმრავლესობის დეპუტატის თქმით, სააკაშვილის საზოგადოებრივ მისაღებში მივა ის, ვინც მისი მმართველობის დროს დაიჩაგრა და მიღებული ტკივილის გამო პროტესტს გამოთქვამს.

“იმედია, მიხეილ სააკაშვილი ჩამოყალიბდა, რომ მოწამლული არ არის, არ აწამებენ და არც დემენცია ჭირდა. ყველამ დავინახეთ, რომ არ შედგა სპეკულაციური გზა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს დაზიანებაზე იყო მომართული. სააკაშვილი ახლა ფიქრობს, რომ აქტიური პოლიტიკის გზას უნდა გაჰყვეს, თუმცა რამდენად თანხვედრაშია მისი სურვილები, მის პოლიტიკურ პარტიასთან, ეს ცალკე საკითხავი თემაა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღეს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები იხსნება, რომელსაც სოფო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს.

ექსპრეზიდენტის თქმით, ოფისი ღია იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია.

“სწორედ, დღეს არის ერთიანობისა და მობილიზების დრო, ჩვენი ქვეყანა სულ მალე დადგება დიდი გამოწვევების წინაშე. ამიტომაც, 11 ოქტომბერს იხსნება ჩემი ოფისი, რომელსაც ძალიან ნიჭიერი და ახალგაზრდა ლიდერი - სოფო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს.

ოფისი ღიაა ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივრისთვის! იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავალი, ვინც დღემდე დაუღალავად იბრძვის საქართველოს თავისუფლებისათვის.

გამარჯვების ფორმულა ერთიანობაში და მუდმივ აქტიურობაშია, მხოლოდ ასე შევძლებთ პუტინის რეჟიმის გასტუმრებას. გპირდებით, საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ! თქვენი მიშა“ , - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
ახალი დოკუმენტური ფილმი „32 წუთი“ და წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ გზა მსოფლიო არენაზე