საპენსიო სააგენტო თითოეული საინვესტიციო პორტფელის მიხედვით სექტემბრის ყოველთვიურ საინვესტიციო ანგარიშს აქვეყნებს

საპენსიო სააგენტო თითოეული საინვესტიციო პორტფელის მიხედვით სექტემბრის ყოველთვიურ საინვესტიციო ანგარიშს აქვეყნებს.

როგორც საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თითოეულ პორტფელის შესახებ დეტალური და ყოველდღიური ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე შეუძლიათ იხილონ.

„მოგეხსენებათ, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის შესაბამისად, დაგროვილი საპენსიო აქტივები განთავსებულია განსხვავებულ რისკიანობისა და მოსალოდნელი შემოსავლიანობის მქონე საინვესტიციო პორტფელში: კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიური. თითოეულ პორტფელზე დეტალური ინფორმაცია, შეგიძლიათ იხილოთ პროაქტიულად და ყოველდღიურად საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე.

დინამიური ფონდის მოცულობა შეადგენს 2,873 მლნ ლარს, მასში ჩართულია 908,800 მონაწილე, სექტემბრის თვის ამონაგებმა 0.20% შეადგინა დაბალანსებული პორტფელის მოცულობა შეადგენს 600 მლნ ლარს, მასში ჩართულია 201,900 მონაწილე, სექტემბერში ამონაგებმა 0.26% შეადგინა კონსერვატიული პორტფელის მოცულობა 461 მლნ ლარია, მასში 167,900 ადამიანია ჩართული, სექტემბერში ამონაგებმა კი 0.43% შეადგინა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა