„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები გაიხსნა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები გაიხსნა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ გახსნა.

როგორც სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს არის ადგილი, სადაც საზოგადოება გაიგებს, თუ რა ნაბიჯები იდგმება მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად. მან მხარდამჭერებს მიხეილ სააკაშვილის წერილიც გააცნო.

"ბევრს ჰგონია, რომ ჩვენ შევეგუეთ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას და შევეგუეთ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს არის პუტინის ტყვე, არავინ მოგატყუოთ მეგობრებო, ჩვენ ვიბრძოლებთ და აუცილებლად მივაღწევთ შედეგს. სწორედ ეს არის ის ადგილი, სადაც ყოველდღიურად გაიგებთ, თუ რა ნაბიჯებს ვდგამთ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის. აქ იქნება ძალიან ბევრი ადამიანი და ჩვენ ყველა ერთად შევქმნით გამარჯვების ფორმულას. ეს არის ადგილი, სადაც იქნება ერთობა და დღევანდელი დღე ამის ნათელი მაგალითია. დიახ, ჩვენ დღეს ვდგავართ ერთად, ჩვენ დღეს ვდგავართ საქართველოს და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების გვერდით. ბოლომდე ვიბრძოლებთ და ძალიან მალე აუცილებლად გავიმარჯვებთ. ყველამ კარგად ვიცით, სად არის მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილი არის რუსული რეჟიმის ტყვე",-განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა