საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სამ მეცნიერს სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სამ მეცნიერს სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია სტუ-ის აკადემიური საბჭოს სხდომაზე გაიმართა, რომელსაც ფაკულტეტების დეკანები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დირექტორები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბონის რაინის ფრიდრიხ ვილჰემის უნივერსიტეტებს შორის წარმატებული თანამშრომლობის განვითარების, სტუ-ის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა საერთო ევროპულ აკადემიურ სივრცეში ჩართულობისა და საერთაშორისო ფორუმებზე ქართველი სტუდენტების მხარდაჭერისთვის, ბონის უნივერსიტეტის პროფესორს, დოქტორ თეო კობუშს, რექტორმა დავით გურგენიძემ საპატიო დოქტორის წოდების დამადასტურებელი დიპლომი და მედალი გადასცა.

გარდა ამისა, სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ: ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორს, დოქტორ ნიკოლაუს ლარგიერს - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტს შორის წარმატებული კოლაბორაციის განვითარების, სტუ-ის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა დასავლეთ აკადემიურ სივრცეში ჩართულობისა და საერთაშორისო ფორუმებზე ქართველი სტუდენტების მხარდაჭერისთვის და ასევე, ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნირებათა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორს, დოქტორ-ჰაბილიტუს კრშიშტოფ კოვალჩიკს - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის წარმატებული თანამშრომლობის განვითარების, სამშენებლო მეცნიერებების დასავლეთ აკადემიურ სივრცეში ჩართულობისა და საერთაშორისო ფორუმებზე ქართველი სტუდენტების მხარდაჭერისთვის.

როგორც რექტორმა, დავით გურგენიძემ აღნიშნა, საერთაშორისო სამეცნიერო-აკადემიურ სივრცეში სამივე მეცნიერი, როგორც ელჩები, წარმოადგენენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და ქართველ მეცნიერთა და სტუდენტთა წარმატებებს უწყობენ ხელს.

„ჩვენი უცხოელი კოლეგებისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებას აქვს ორმაგი დატვირთვა. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი კოლეგებისთვის ახალ გარემოში ახალი გამოწვევების დაძლევის შესაძლებლობა, ხოლო ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის შესაძლებლობა, უკეთ წარმოაჩინონ თავი. თითოეული საპატიო დოქტორი აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით სივრცეში არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ელჩი. დღეს ჩვენს რიგებს შეუერთდნენ ისეთი დიდი მეცნიერები, როგორებიც არიან დოქტორი ნიკოლაუს ლარგიერი, დოქტორ-ჰაბილიტუსი კრშიშტოფ კოვალჩიკი და დოქტორი თეო კობუში. წარმატებებს ვუსურვებ მათ“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორებმა ნიკოლაუს ლარგიერმა, კრშიშტოფ კოვალჩიკმა და თეო კობუშმა მადლობა გადაუხადეს სტუ-ის აკადემიურ საბჭოს რექტორის ინიციატივის მხარდაჭერისთვის და აღნიშნეს, რომ მათთვის ქართული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება არის სასიხარულო და იმავდროულად, საწინდარი იმისა, რომ უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობისა და კოლაბორაციის გაღრმავების ფონზე, ქართველ მეცნიერებთან ერთად არაერთი სამეცნიერო პროექტი და კვლევა განხორციელდება.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა