ანონსი  12 ოქტომბერი

12 ოქტომბერს,10:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, არბიტრაჟის დღეების რიგით მეათე, საიუბილეო ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. ღონისძიებაში 180-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო არბიტრი, მოსამართლე, იურისტი და აკადემიური სფეროს წარმომადგენელი მონაწილეობს.

კონფერენციას გახსნიან: საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენელი ერიკ ვენსი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ნილ ვაინსტაინი.

საკონტაქტო: მერი მახარაშვილი - 599 500 137

12 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარტიები „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ ერთობლივი პროექტის პრეზენტაციას გამართავენ.

თემა: „დანაშაულებრივი სისტემისა და რუსეთის მსახურების საჯარო მხილების, ჩვენ მიერ შემუშავებული მექანიზმი“.

მის: ი. აბაშიძის 34, სამუშაო სივრცე „ტერმინალი“

12 ოქტომბერს, 11:00 საათზე, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით, მრგვალი მაგიდა სახელწოდებით - “მომხმარებლის უფლებების დაცვა და მდგრადობის გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით” გაიმართება.

მის: შოთა რუსთაველის გამზირი #13, სასტუმრო „თბილისი მარიოტი“.

საკონტაქტო: 577 25 55 15

12 ოქტომბერს, 11:30 საათზე , მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში პროფესიულ კოლეჯ "სპექტრის" დირექტორის, მათე ტაკიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები”.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

12 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - „ევროოპტიმისტები" სხდომა გაიმართება.

პარლამენტი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

12 ოქტომბერს, 13:00 საათზე, იმერეთში პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.

12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - ,„ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" სხდომა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

12 ოქტომბერს, 15:30 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

12 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან საჯარო სკოლების დირექტორობის „დაბლოკილი“ კანდიდატების საინიციტივო ჯგუფი მედიისთვის გამართავს ბრიფინგს.

მის: დ. უზნაძის ქ.52

საკონტაქტო პირი: დათო ფერაძე 579182434

12 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის საკრებულოსა და „საქართველოს ბანკს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის და კამპანია „შენი მოედნის“ ფარგლებში, უნივერსალური სპორტული მოედანი გაიხსნება. მოედნის გახსნას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ზურაბ ქოქოსაძე და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

მის: ვაჟა-ფშაველას მე-7კვარტალი, მე-5 და მე-6 კორპუსების მიმდებარედ.

საკონტაქტო: თამუნა ხომერიკი - 595 09 31 43ა

12 ოქტომბერს, 22:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციები: "დასავლეთის ვექტორი" და "მედია საკონსულტაციო ცენტრი", პორტალი "უკრაინა.ჯი", უკრაინაში ომისგან დაზარალებული ბავშვების საქართველოში ჩამოყვანას და მათთვის დასასვენებელი ტურის ორგანიზებას გეგმავს.

მის: თბილისის ზღვა.

საკონტაქტო: თეა გოჩიტაშვილი - 599 88 09 08

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა