Hack Days Georgia 2023- ის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

სასტუმრო “სტამბაში” Hack Days Georgia 2023- ის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა.

ღონისძიება „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“, „ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდის“, „აგროთენქის“, „ბიზნეს ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ (BTU), Feedc Georgia Ventures-ის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებას მთავრობის, დონორი ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნინო ზამბახიძის განცხადებით, გამარჯვებულებს ეძლევათ შესაძლებლობა, დაუკავშირდნენ უცხოელ კოლეგებს და საქართველოს სახელი საერთაშორისო არენაზე გაიტანონ.

“Hack Day Georgia ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით მოვიძიეთ 200-ზე მეტი მონაწილე. 21-ე საუკუნეში ციფრული ტექნოლოგიები არის ის მიმართულება, სადაც როგორც ადგილობრივად, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე შეიძლება ჩვენი ახალგაზრდები გავიდნენ. იმედს ვიტოვებ, რომ ყოველწლიურად მეტი ადამიანი იქნება აღმოჩენილი და მიეცემა შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო არენაზე გაიტანონ საქართველოს სახელი”, - განაცხადა ზამბახიძემ.

ჟიურის მიერ გამოვლენილ სტარტაპ გუნდებს ფულად ჯილდო გადაეცათ, ხოლო ნიკო კვარაცხელიას სახელობის პრიზი - The Nico Kvar Prize, რომელიც ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდისა და Gagra Ventures-ის მიერაა ინიცირებული, გუნდ Cloud Crop- ს გადაეცა.

ნიკო კვარაცხელიას დედის, იზა ომაძის განცხადებით, აღნიშნულ პროექტში ფონდი აქტიურად იყო ჩართული.

“დასრულდა მნიშვნელოვანი ღონისძიება Hack Days Georgia, რაშიც ნიკოს ფონდი აქტიურად იყო ჩართული. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ახალგაზრდები. ნიკოს ფონდი აფინანსებს მსგავს პროექტებს. ეს იყო პირველი და ვფიქრობ, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმებული ახალგაზრდების წახალისებას.

Hack Day Georgia დიდი დატვირთვა აქვს. მიხარია, რომ ნიკოს ფონდი არის ერთ-ერთი სპონსორი ნიკოს საქმეების გაგრძელების”, - განაცხადა იზა ომაძემ.

“Hack Days Georgia 2023”-ში გამარჯვების მოსაპოვებლად 25-მდე სტარტაპ გუნდი ერთმანეთს ინოვაციური პროდუქტის განვითარებაში სამი დღის განმავლობაში ეჯიბრებოდნენ.

გამარჯვებულ სტარტაპ გუნდებს საჩუქარი „აჭარა ჯგუფმა“ გადასცა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის