თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ ღაზას სექტორიდან ჰუმანიტარული დერეფნის შექმნაზე მუშაობას აგრძელებს

აშშ ღაზას სექტორიდან ჰუმანიტარული დერეფნის შექმნაზე მუშაობს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ “აქტიურად განიხილავს” ისრაელთან და ეგვიპტესთან ღაზას სექტორიდან სამოქალაქო პირებისთვის უსაფრთხო დერეფანს.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო პირებისთვის უსაფრთხო დერეფანს. სამოქალაქო პირებს არ უნდა დამბრალდეს ის, რაც „ჰამასმა“ გააკეთა”, - განაცხადა კირბიმ.

მან აღნიშნა, რომ ქვეყნები ჯერ არ შეთანხმებულან უსაფრთხო დერეფანზე, მაგრამ მუშაობას განაგრძობენ.

“სამოქალაქო პირები დაცული არიან შეიარაღებული კონფლიქტის კანონებით, და შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, თავი აარიდონ ბრძოლებს”, - განაცხადა კირბიმ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს