ლიეტუვა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

ლიეტუვა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დახმარების პაკეტი მოიცავს ორ გამშვებს NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.

ამასთან, ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ქვეყანა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 155 მმ-იან საბრძოლო მასალას შეიძენს.

„რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ ქვეყანა სამხედრო დახმარების სიას უკრაინის ამჟამინდელი საჭიროებების გათვალისწინებით აყალიბებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ლიეტუვა უკრაინას გენერატორებსა და აღჭურვილობას გადასცემს, რომელიც ქვეყანას ზამთრის გადასატანად ესაჭიროება. ასევე გაგრძელდა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნა და რეაბილიტაცია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება