გუბერნატორი - ბელგოროდთან დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის ბელგოროდის ოლქის მახლობლად დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, - რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ადგილზე მაშველები მუშაობენ, რადგან ნანგრევებში, შესაძლოა, ბავშვი იმყოფებოდეს.

მანამდე გუბერნატორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ბელგოროდთან დრონი ჩამოაგდო და დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა