ენტონი ბლინკენი, რომელიც დღეს ისრაელს ეწვევა, პალესტინის პრეზიდენტსაც შეხვდება

ენტონი ბლინკენი, რომელიც დღეს ისრაელს ეწვევა, პალესტინის პრეზიდენტსაც შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდება, - ინფორმაციას BBС-ი პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის გენერალურ მდივანზე, ჰუსეინ ალ-შეიხზე დაყრდნობით ავრცელებს.

ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში ჩადის, რათა „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ქვეყნისა და ხალხის მიმართ მხარდაჭერა გამოხატოს.