ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1 300-ს მიაღწია

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 300-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდასხმის დროს გატაცებული და ღაზას სექტორში გადაყვანილი, დაახლოებით, 150 ადამიანის ბედი ჯერჯერობით კიდევ გაურკვეველია.

ამასთან, დაშავებულია დაახლოებით 3 300 ადამიანი, მათ შორის 28 კრიტიკულ მდგომარეობაშია, 350-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ღაზას სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშებს 1 200 ადამიანი ემსხვერპლა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის