ივანე ჩხაიძე - ოქტომბერში გრიპის ვირუსი იშვიათად გვხვდებოდა, წელს კი უკვე დაფიქსირდა - ველოდებით გრიპის შემთხვევების მატებას და ყურადღებით უნდა იყვნენ რისკის ჯგუფის წარმომადგენლები

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე, კერძოდ, ოქტომბრის თვეში, გრიპის ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ოქტომბრის თვეში გრიპის ვირუსი ძალიან იშვიათად ფიქსირდებოდა, ახლა კი ქვეყანაში ორივე ტიპის, როგორც A ისე B ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს.

„როგორც წესი, ოქტომბერში გრიპის შემთხვევები ძალიან იშვიათად გვხვდება. მისი მატება უფრო ნოემბრიდან არის მოსალოდნელი, თუმცა წელს უკვე აფიქსირებს ლუგარის ეროვნული ლაბორატორია გრიპის ვირუსის შემთხვევებს. შემთხვევები ერთეულია, თუმცა, ეს ფაქტი მაინც საყურადღებოა. 2019 წლამდე, ჩვენ ოქტომბრის თვეში გრიპის ვირუსი ძალიან იშვიათად გვქონდა, ახლა კი ქვეყანაში ორივე ტიპის, როგორც A ისე B ტიპის გრიპის ვირუსი დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ შეიცვალა გრიპის ვირუსის სეზონურობაც. 2019 წლამდე, როდესაც გრიპის ვირუსის სეზონურობაზე ვსაუბრობდით, შემთხვევების მატება იწყებოდა გვიანი შემოდგომა - ზამთრიდან გაზაფხულამდე. პანდემიის აქტიური პერიოდის შემდეგ, 2022 წელს კი გვქონდა შემთხვევა, როდესაც გრიპის შემთხვევის მატება ზაფხულშიც ფიქსირდებოდა.

ჩვენ ველოდებით გრიპის შემთხვევების მატებას და ამ მიმართულებით ყურადღებით უნდა იყვნენ რისკის ჯგუფის წარმომადგენლები. ჩვენ გვაქვს უნიკალური მდგომარეობა - მოსახლეობის რისკის ჯგუფების უფასო ვაქცინაციით უზრუნველყოფა. ეს მოსახლეობისთვის დიდი კომფორტია. ჯანდაცვის სამინისტრო წლიდან წლამდე აგრძელებს ამ ინტერვენციას, წელსაც 200 ათასი ვაქცინა არის შეძენილი, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან შესაძლებელი იქნება რისკის ჯგუფების წარმომადგენლების აცრა. როდესაც სეზონურ ვირუსებზე ვსაუბრობთ, ჩვენი მხრიდან აქცენტი კეთდება გრიპზე, რომელიც წარმოადგენს ყველაზე მძიმედ მიმდინარე, გართულებების რისკის მქონე ვირუსს. ყოველ წელს ფიქსირდება გრიპით გარდაცვალების მაჩვენებელი“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა