უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია გრძელდება. გასული ღამის განმავლობაში უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 28 დრონი ჩამოაგდეს.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის 990 ჯარისკაცი მოკლეს. საერთო ჯამში უკრაინაში შეჭრიდან დღემდე ომში 284 800-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია ლიკვიდირებული.
გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის დანაკარგები ასევე მოიცავს 4 900-ზე მეტ ტანკს, 6 700 საარტილერიო სისტემასა და სხვა შეიარაღებას.