დიდ ბრიტანეთში ანტისემიტიზმით გამოწვეული შემთხვევების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ორგანიზაცია Community Security Trust-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 7-დან 10 ოქტომბრამდე გაერთიანებულ სამეფოში „ანტი-ებრაული სიძულვილის“ 89 შემთხვევა დაფიქსირდა.
ეს მაჩვენებელი 324%-ით აღემატება გასული წელს არსებულ ანტისემიტიზმით გამოწვეული შემთხვევების რაოდენობას.
ეს მაჩვენებელი 324%-ით აღემატება გასულ წელს ამავე პერიოდში დაფიქსირებულ ანტისემიტიზმით გამოწვეული შემთხვევების რაოდენობას.
დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების მინისტრმა, ტომ ტუგენდატმა განაცხადა, რომ მსგავსი ცნობები „ძალიან შემაშფოთებელია“.