ეგვიპტე ღაზის სექტორიდან უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე უარს აცხადებს

ეგვიპტე ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს ღაზის სექტორისთვის რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, თუმცა ღაზის სექტორიდან პალესტინელი ლტოლვილებისთვის უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე უარს აცხადებს, - ინფორმაციას Associated Press-ი ეგვიპტელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეგვიპტის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ანკლავიდან პალესტინელების გამოსვლას სერიოზული შედეგები მოჰყვება.

ამასთან, ეგვიპტის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ისრაელის შეტევა ანკლავის დაცლის სქემის ნაწილია.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა