თავდაცვის სამინისტრომ და „იურიდიული დახმარების სამსახურმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

სამხედრო მოსამსახურეებისთვის უფასო იურიდიული დახმარებისა და სამართლებრივი კონსულტაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმი მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეების, მათ შორის სამშვიდობო მისიაში მონაწილე პირებისთვის სამართლებრივ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას, სამსახურის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობას.

თავდაცვის სამინისტროში ოფიციალურ დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და სსიპ ,,იურიდიული დახმარების სამსახურის“ დირექტორმა დავით სიმონიამ მოაწერეს.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა