ნატო-ს თავდაცვის მინისტრები ახლო აღმოსავლეთისა და უკრაინის საკითხებს განიხილავენ

ნატო-ს თავდაცვის მინისტრები დღეს ბრიუსელში ახლო აღმოსავლეთისა და უკრაინის კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

შეხვედრა საგანგებო სესიით დაიწყო, რომელზედ ისრაელსა და ღაზაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებენ. შეხვედრას ვიდეოკონფერენციის საშუალებით ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტიც შეუერთდება.

შეხვედრის დაწყებამდე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დაგეგმილია საკითხთა ფართო სპექტრის განხილვა.

„განვიხილავთ საკითხთა ფართო სპექტრს - როგორ დავუჭიროთ მხარი უკრაინას, გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა და შეკავების უნარი, ვისაუბრებთ კოსოვოსა და ერაყში ნატო-ს მისიებსა და ოპერაციებზე. ასევე, ისრაელის თავდაცვის მინისტრი გაგვაცნობს ინფორმაციას ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული საზარელი ტერორისტული თავდასხმების შესახებ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის