ზურაბ ჯაფარიძე - ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი ევროკავშირის შიგნით, ვისთანაც ნორმალური ურთიერთობა დარჩათ, ორბანია - ამ ხელისუფლებას ქვეყანა იზოლაციისკენ მიჰყავს

ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი ევროკავშირის შიგნით, ვისთანაც დარჩათ ნორმალური ურთიერთობა, ეს არის ორბანი, - ასე შეაფასა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტი.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ქვეყანა იზოლაციისკენ მიჰყავს.

„ეს ქვეყანა ამ ხელისუფლებას ისედაც მიჰყავს იზოლაციისკენ, ღარიბაშვილს მეგობრად მარტო უნგრეთის პრემიერი ორბანი დარჩა. ევროპის შიგნით, ნატო-ში ჩვენ მეტი მეგობარი ქვეყანა აღარ დაგვრჩა, მაშინ, როცა, წლების განმავლობაში მთელი რიგი ქვეყნები არსებობდნენ, რომლებიც საქართველოს ინტერესებს ნატო-სა და ევროკავშირში მუდმივად ლობირებდნენ. ეს თავისთავად ინდიკატორია იმის, რომ ჩვენ უკვე ვართ იზოლაციაში. ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ, რაც გვაქვს იმის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ეს უბრალოდ ჩვენი დასავლელი მეგობრების კეთილი ნებაა, რომ არ გვწირავენ ბოლომდე, თორემ იზოლაციაში ეს ქვეყანა ისედაც არის. ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი ევროკავშირის შიგნით, ვისთანაც დარჩათ ნორმალური ურთიერთობა, ეს არის ორბანი. ზოგადად, არაფერი ცუდი იმაში არა, რომ ჩვენ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანასთან გვქონდეს კარგი ურთიერთობა, მათ შორის უნგრეთთან და უნგრეთის ლიდერთანაც, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ორბანის ხელისუფლება ევროკავშირის შიგნით, ევროკავშირის ქვეყნებისთვის არის პრობლემა და ამაზე ისინი, ხშირ შემთხვევაში, ღიადაც საუბრობენ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა