ჯაბა სამუშია პოლონურ-ქართულ კოლოკვიუმში მონაწილეობს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ მონაწილეობა მიიღო სლუპსკის (პოლონეთი) პომორიის უნივერსიტეტში გამართულ პოლონურ-ქართულ კოლოკვიუმში „კონსტიტუციონალიზმი პოლონეთსა და საქართველოში“.

ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

თსუ-ის რექტორის ჯაბა სამუშიას განცხადებით, საქართველო ყოველთვის გრძნობს და აფასებს პოლონეთის მხარდაჭერას ევროინტეგრაციის გზაზე და მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს.

„ქართულ-პოლონურ ურთიერთობებს საუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენ ერთად ვიბრძოდით იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნები დამოუკიდებლები და დემოკრატიულები ყოფილიყვნენ; ვაშენებდით და ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს. საქართველო ყოველთვის გრძნობს და აფასებს პოლონეთის მხარდაჭერას ევროინტეგრაციის გზაზე და ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ“, - განაცხადა თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიებაში მონაწილე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პოლონელმა პროფესორებმა ისაუბრეს რუსეთის ოკუპაციის პერიოდში სახელმწიფოს მართვის ორგანოთა სისტემაზე, იმავე პერიოდში ადგილობრივ მმართველობაზე, ტრადიციულ კლასობრივ სისტემაზე საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს, საბჭოთა პერიოდის პოლონეთის სამართალზე, პოლონეთის 1921 წლის მარტის კონსტიტუციის რევიზიაზე და სხვა საკითხებზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება