BTU-ს მეწარმეობის ცენტრი სერვისების არეალს აფართოებს - სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარების ახალი ეტაპი

ბაზრის ანალიზი, ბიზნესგეგმის შედგენა, Pitch Deck-ის მომზადება, ფინანსური და საგრანტო დოკუმენტაციის შემუშავება, ინვესტორებთან კომუნიკაცია და სხვა - ეს იმ კომერციული სერვისების ჩამონათვალია, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების მეწარმეობის ცენტრში ყველა დაინტერესებული პირისთვის ინდივიდუალურად იქნება ხელმისაწვდომი.

ამიერიდან აღნიშნულ სერვისებზე წვდომა ექნებათ არა მხოლოდ სტარტაპებს, მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებსა და კომპანიებს, არამედ ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც საკუთარი სტარტაპის/ბიზნესის შექმნასა და განვითარებაზე მუშაობს.

მეწარმეობის ცენტრის ბენეფიციარებს, სპეციალურად შერჩეული ექსპერტები და მენტორები დაეხმარებიან, რომლებიც თავადაც წარმატებული სტარტაპის დამფუძნებლები არიან და საერთაშორისო ასპარეზზე საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

მეწარმეობის ცენტრი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და მსოფლიოს უმაღლეს რეიტინგში მყოფი ჰენლის მეწარმეობის ცენტრის პარტნიორობით, 2019 წელს გაიხსნა. ცენტრის მიზანია გაზარდოს მეწარმეთა განვითარების და ფინანსებთან წვდომის შესაძლებლობა, ჩაატაროს კვლევები, ხელი შეუწყოს ეკოსისტემის ინტერნაციონალიზაციას და ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებას.

2021 წლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი MIT-ს Martin Trust Center-ის წევრი გახდა. შეთანხმება ქვეყანაში სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას, სტარტაპების მხარდაჭერასა და ინოვაციური პროცესების სტიმულირებას გულისხმობს.

BTU-ს მეწარმეობის ცენტრის ახალი სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება