სახალხო დამცველი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე მოხსენებით გამოვიდა

11 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ჟენევაში (შვეიცარია) გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაში მიიღო მონაწილეობა. სესიის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა საბჭოს საქართველოსთან თანამშრომლობის (52/40) რეზოლუციასთან დაკავშირებით გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე მოხსენებით გამოსულმა ლევან იოსელიანმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა განიხილა და აღნიშნა, რომ სიცოცხლის უფლება ამ ტერიტორიებზე კვლავ მძიმე გამოწვევად რჩება. მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ახალგორში ქართველების სავარაუდო წამებისა და მკვლელობის საქმეები ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ გამოძიებული და არც არავინ დასჯილა, დაუსჯელობის განცდა კიდევ უფრო აღრმავებს უსაფრთხოების მყიფე მდგომარეობას, რასაც განსაკუთრებით გრძნობენ ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველები.

სახალხო დამცველმა ისაუბრა უკანონო დაკავებებსა და პატიმრობაზე, დე ფაქტო რეჟიმების მიერ გადაადგილების თავისუფლების თვითნებური შეზღუდვის ხშირ პრაქტიკაზე, რაც თავისთავად აფერხებს ადგილობრივების ხელმისაწვდომობას ჯანდაცვაზე. ასევე, ისაუბრა ოკუპირებულ გალში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის უარყოფით შედეგებზე და ხაზი გაუსვა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წვდომის აღდგენის აუცილებლობას.

„ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება, რომელიც ამ ტერიტორიებზე დღემდე ინარჩუნებს ეფექტურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო კონტროლს.

კიდევ ერთხელ გამოვხატავ ღრმა შეშფოთებას შექმნილი ვითარების გამო და მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ყველა შესაძლო ფორმატი, რათა აიძულოს რუსეთის ფედერაცია - დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებლების სრული და შეუზღუდავი შესვლა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - განაცხადა სახალხო დამცველმა თავისი გამოსვლის დასასრულს.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საქართველოსთან თანამშრომლობის (52/40) რეზოლუციასთან, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები საბჭოს წევრებმაც გამოთქვეს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა