ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აეროპორტში მას ოფიციალური პირები, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი, დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება.

ისრაელში გამგზავრებამდე ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ისრაელში მკაფიო გზავნილით ჩადის, რომ „ისრაელს შეერთებული შტატების მხარდაჭერა აქვს“.

ბლინკენი პარასკევს ამანში გაემგზავრება, სადაც იორდანელ მაღალჩინოსნებსა და პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდება. აბასი ამანში დელეგაციასთან ერთად მიემგზავრება.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის