ოლაფ შოლცი - ჩვენ არ შევეგუებით ანტისემიტიზმს - ყველა, ვინც „ჰამასის“ მიერ ჩადენილ მკვლელობებს აღნიშნავს, ან ისრაელის დროშას დაწვავს კანონის წინაშე პასუხს აგებს

ყველა, ვინც „ჰამასის“ მიერ ჩადენილ მკვლელობებს აღნიშნავს, ან ისრაელის დროშას დაწვავს კანონის წინაშე პასუხს აგებს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დღეს დილით პარლამენტში განაცხადა.

„ეს საშინელებაა. ჩვენ არ შევეგუებით ანტისემიტიზმს“, - მიმართა შოლცმა ბუნდესტაგს.

ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ პრო-პალესტინური დაჯგუფება სახელად Samidoun-ის საქმიანობა აიკრძალება.

მან ჯგუფის წევრები მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც ისინი შაბათს ბერლინის ქუჩებში ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობების აღსანიშნავად გამოვიდნენ და გამვლელებისთვის ტკბილეულის დარიგება დაიწყეს.

შოლცმა ასევე გერმანიაში „ჰამასის“ საქმიანობის აკრძალვის შესახებ გამოაცხადა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა