ჩეხეთი და პოლონეთი სლოვაკეთის საზღვრის კვეთის რეგულაციებს 2 ნოემბრამდე ახანგრძლივებენ

ჩეხეთი და პოლონეთი სლოვაკეთის საზღვრის კვეთის რეგულაციებს 2 ნოემბრამდე ახანგრძლივებენ.

ქვეყნებს შორის საზღვრის კვეთის დროს კონტროლი 4 ოქტომბრიდან გამკაცრდა და თავდაპირველი გეგმის მიხედვით ის მხოლოდ 10 დღე უნდა გაგრძელებულიყო.

ჩეხეთმა და პოლონეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება არალეგალური მიგრაციის ნაკადების შემცირების მიზნით მიიღეს.

Reuters-ის ცნობით, ბალკანეთს რეგიონიდან სლოვაკეთის გავლით, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მოხვედრას ასობით მიგრანტი ცდილობს. ბოლო 1 კვირის მანძილზე სლოვაკეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა 550-ზე მეტმა არალეგალმა მიგრანტმა სცადა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის