რომან გოცირიძე - ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც ოდიოზური პოლიტიკოსი ვიქტორ ორბანი, თუ ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარს დაუჭერს, არის კარგი

სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროპაში ერთადერთ მეგობრად ვიქტორ ორბანის მსგავსი პოლიტიკოსი შემორჩა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

გოცირიძემ აქვე დასძინა, როგორი პოლიტიკოსიც არ უნდა იყოს ორბანი, თუკი ის საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებასა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში დაეხმარება, მისასალმებელია.

„ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც ოდიოზური პოლიტიკოსი ვიქტორ ორბანი, რომელიც პრორუსულ პოზიციებზეა, ხელს უშლის დასავლეთს უკრაინისადმი დახმარებაში, გამოხატული აქვს ანტიუკრაინული პოზიცია, თუ ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარს დაუჭერს, არის კარგი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!