საქართველოში ისრაელის ელჩი - ისრაელი ელოდება, რომ საერთაშორისო საზოგადოება დაგმობს ტერორიზმს, დაგმობს „ჰამასს“ და დადგება ისრაელის გვერდით

ისრაელში მიმდინარეობს ომი, ომი ტერორიზმის წინააღმდეგ. ისრაელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი უზრუნველყოს მშვიდობა და უსაფრთხოება ჩვენს ტერიტორიაზე, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის სხდომაზე დასწრების შემდეგ განუცხადა.

„დარწმუნებული ვარ, საქართველოში ყველამ დაინახა და გაიგო იმ სისასტიკისა და საშინელებების შესახებ რაც მოხდა. ჩვენ ვნახეთ ის, რაც არავინ არასდროს უნდა ნახოს. დეტალებში შესვლა არ მინდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის საფრთხე, რაც ჩვენს ხალხს ემუქრება აღმოიფხვრება. ტერორიზმის წინააღმდეგ ამ ომში დგახარ ისრაელის გვერდით, ან ტერორიზმის გვერდით, შუა გზა არ არსებობს. ძალიან ვაფასებ საქართველოს მხარდაჭერას, ოფიციალურ მხარდაჭერას, ინსტიტუციურ მხარდაჭერას. პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, ბევრი პარტიის ლიდერის, კერძო კომპანიების, ადამიანების განცხადებები, რომლებიც მხარდაჭერას გამოხატავენ და ეს ძალიან ამაღელვებელია, ვინაიდან ახლა ძალიან რთული დრო გვიდგას“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა იმ ურთიერთობებზე, რაც, მისი თქმით, „ჰამასსა“ და ირანს შორის არსებობს.

„დღევანდელ შეხვედრაზე მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა ღაზას სექტორში მოქმედ „ჰამასსა“ და „ისლამურ ჯიჰადსა“ და ირანს შორის ძლიერ ურთიერთობებზე, იქნება ეს ფინანსური თუ ლოგისტიკური მხარდაჭერა, წვრთნების კუთხით მხარდაჭერა და მეჩვენებინა კომიტეტის წევრებისთვის ინფორმაცია ირანსა და ამ სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციებს შორის ხანგრძლივი ურთიერთობების შესახებ. „ჰამასსა“ და „ისლამურ სახელმწიფოს“ შორის განსხვავება არ არსებობს. ისრაელი ელოდება, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება დაგმობს ტერორიზმს, დაგმობს „ჰამასს“, დადგება ისრაელის გვერდით, რადგან ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც უნდა ვაკეთებდეთ ჩვენი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს დასაცავად“, - აღნიშნა ელჩმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო